|
2016-10-03 17:51:02, 832 ნახვა
პოლიტიკა
მერაბ ჭიქაშვილი აბესაძის 21#-ში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი გია აბესაძის 21 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ჭიქაშვილი ადგილზე მათ პრობლემებს გაეცნო. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, აბესაძის 21 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა სიკვდილ-სიცოხლის ზღვარზე იმყოფება. მისივე განმარტებით, აბესაძის 21 ნომერში მდებარე სახლები რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, რის გამოც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჭიქაშვილმა კრწანისის გამგეობას და დედაქალაქის მთავრობას გონივრული და ეფექტური ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით აბესაძის 21 ნომერში, კრწანისის რაიონში. ის რაც აქ ხდება ეს არის 21-ე საუკუნის ტრაგედია. აქ მცხოვრები ადამიანები ყოველ დღე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებიან. კრწანისის რაიონში ძალიან ბევრი სახლი უკვე დანგრეულია, ნაწილი კი დანგრევის პირას არის. ეს არის მორიგი უბანი, სახლი, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. სახელმწიფოს მარტივი გამოსავალია,რომ ასეთი ტიპის სახლებს ისტორიული ძეგლის სტატუსი მიანიჭოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ, საბოლოოდ ხელ-ფეხი ეკვრებათ. მათ აღარაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ნაწილი ქირით არის გასული. ამაში კი მთავრობა მილიონობით ფულს ყრის. სახლები კი არ შენდება, არც რეაბილიტაცია ხდება. ამ საცხოვრებლის ფასადი, რომ შეიღებოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოხდა მისი რეაბილიტაცია.ეს ხალხი ცხოვრობს ისტორიულ ნანგრევებში, აქ არანაირი უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის. კრწანისის გამგეობას და დედაქალაქის მთავრობას მოვუწოდებ გონივრული და ეფექტური დახმარება გაუწიოს ამ ხალხს. მათ არა სიტყვიერი, არამედ ეფექტური დახმარება სჭირდებათ. გაუგებარია, თუ რესტავრირებას არ ექვემდებარება, რატომ უნდა მიანიჭო მას ისტორიული ძეგლის სტატუსი“,-განაცხადა ჭიქაშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)