|
2016-10-03 16:41:38, 730 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ახვლედიანი: ნიკა გვარამიას შეეძლო, ბოდიში მაინც მოეხადა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, არ იცოდა, თუ მისი საუბრის ფარული ჩანაწერი „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. როგორც ახვლედიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, ჩანაწერში განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, რასაც საჯაროდ არ ამბობს, თუმცა, ფირქობს, რომ ნიკა გვარამიას ფარულად ჩაწერის გამო, მისთვის ბოდიში მაინც უნდა მოეხადა: „ნამდვილად არვიცოდი ამის თაობაზე, იმასაც ვერ ვიხსენებ, რა ვითარებაში მოხდა ჩაწერა. არის თუ არა სრულად ტექსტი არვიცი. ჩანაწერში მე ვსაუბრობ იმ პრობლემატიკაზე, რომელზეც ბოლო 2 წელიწადია ვლაპარაკობ არა მარტო ტელეკომპანიებთან, სახელისუფლებო წარმომადგენლებთან და ყველასთან, ვისაც ინტერესი გააჩნია სასამართლოს მიმართ. გამიკვირდა, ნიკა გვარამიას შეეძლო ბოდიში მაინც მოეხადა, როცა ფარულად ჩაწერას ახორციელებს ვინმეს მიმართ. სამწუხაროა, როცა ასე ხდება. რამოდენიმეჯერ იყო სხვადასხვა ვითარებაში შეხვედრა, ზოგი ღონისძიებაზე, ზოგი სხვადასხვა სიტუაციაში და ვინ, როდის რა ჩაიწერა, არვიცი“,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. მისივე თქმით, ძალიან უკვირს პოლირტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ვიღაცას ანგარიში ჩააბარა: „არავისთვის ანგარიში არ ჩამიბარებია. საინტერესოა, ვის ინტერესში შედის მსგავსი საუბრების ატვირთვა“,-აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)