|
2016-10-03 16:34:47, 732 ნახვა
პოლიტიკა
ექსპერტთა გამოკითხვის შედეგები - „ ქართული ოცნება“ 30-42%; „ნაციონალური მოძრაობა“ 19-32%
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 22-29 სექტემბერს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. მათი ინფორმაციით, სულ საქართველოს საარჩევნო და პარტიულ სფეროებზე მომუშავე 33 ქართველი და უცხოელი ექსპერტი გამოიკითხა. კვლევის ინტერესის მთავარი საგანი იყო, თუ ხმების რამდენ პროცენტს მიიღებენ ძირითადი პარტიები არჩევნებზე და რამდენად მაღალი იქნება ამომრჩევლის დასწრება. ექსპერტთა გამოკითხვის შედეგები ასეთია: ქართული ოცნება 30-42%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 19-32%; სახელმწიფო ხალხისათვის 6-12%; პატრიოტთა ალიანსი 3-10%; თავისუფალი დემოკრატები 4-9%; რესპუბლიკური პარტია 2-7%; დემოკრატიული მოძრაობა 2-6%; ლეიბორისტული პარტია 1-5% ზემოთ მოყვანილი მონაცემები წარმოადგენს გამოკითხვის გაანალიზებულ და შესაბამისი მეთოდოლოგიით გაფილტრულ და დაჯამებულ შედეგებს, ამასთან, კვლევის შედეგები არ მოიცავს ზუსტ რიცხვებს, არამედ წარმოდგენილია ე.წ. „შესაძლებლობათა კორიდორის“ სახით, რაც მოიცავს შედეგების შესაძლო ცდომილებას არჩევნების რეალურ შედეგებთან მიმართებაში. „ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები ეხება მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტულ რაოდენობას და არ მოიცავს მაჟორიტარულ არჩევნებს, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ გადაწყვიტოს ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ბედი“,-განმარტავენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)