|
2016-10-03 15:23:05, 692 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე რიგის ვიცე-მერს შეხვდა
თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, რიგის ვიცე-მერს, ანდრის ამერიკსის შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იანის ზლამეცი და რიგის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მერიის ცნობით, ვიცე-მერთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქალაქს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ლაშა აბაშიძის თქმით, თბილისსა და რიგას შორის ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად, ქალაქები ერთმანეთთან რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობენ და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ერთობლივ პროგრამებში მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ 2017 წელი ორ ქალაქს შორის პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების საიუბილეო წელია. თბილისსა და რიგას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2007 წლის 3 აპრილს. იგი საზოგადოებრივი ცხოვრების, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივ პროექტებში მონაწილეობას ითვალისწინებს. ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით ქალაქებმა რამდენჯერმე გაცვალეს დელეგაციები. ბოლო წლებში თბილისს რიგის დუმის იურიდიული, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების, განათლების, კულტურისა და სპორტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)