|
2016-10-03 15:15:11, 688 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი "ენმ"-ზე: მთელი საზღვარგარეთი დააბოლეს, რომ დემოკრატები არიან
არ ვამბობ, რომ ტოტალურად დავსაჯოთ "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ყოფილმა პრემიერმა საზოგადოებას შეახსენა, რომ პროკურატურაში უამრავი საქმეა დარჩენილი და სამართლიანობის აღდგენა, რომლითაც საზოგადოება კმაყოფილი არ არის, ჯერ არ დასრულებულა. "26 მაისის შედეგები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა პროკურატურამ. კიდევ მიდის პატარკაციშვილის საქმეზე და კიდევ ათას საქმეზე გამოძიება. ძირითადი ლიდერები დაისაჯნენ. მთავარი არის ის რომ მათ გაანულეს საკუთარი რესურსი, რაც ძალადობით და სიცრუით ჰქონდათ მოპოვებული. მთელი საზღვარგარეთი დააბოლეს, რომ დემოკრატები არიან და სინამდვილეში დიქტატორები არიან. მინდა შევაქო საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი იყო შფოთვა, ბევრს არ მოსწონდა კოჰაბიტაცია, ძალიან ბევრს არ მოსწონდა თანაცხოვრება, ეს ხელწერა, ჩვენმა საზოგაოდებამ ეს გაიგო, გაითავისა და შედეგი იქნება ამ არჩევნებში, რომ დომინანტი იქნება „ქართული ოცნება“. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა საოცრება, უფსკრულისკენ, ჯოჯოხეთისკენ მიმავალი ქვეყანა შემოაბრუნა და დღეს ევროპელ ქვეყნებთან ვართ კონკურენციაში დემოკრატიულობის ხარისხით", - განაცხადა ექს-პრემიერმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)