|
2016-10-03 14:37:54, 775 ნახვა
პოლიტიკა
ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები: ბატონო ბიძინა, ჩვენი თავი იმ ადამიანს მიანდეთ ვისიც გვჯერა
მცხეთაში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები განცხადებას ავრცელებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ათასობით ადამიანი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, მაგრამ არ უჭერენ მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს: „რითია გამორჩეული ბატონი ბიძინა დიმიტრი ხუნდაძე? კორუმპირებული რომ არის? კანონდამრღვევი რომ არის? ინტრიგანი რომ არის ამით? მიწა-წყალს მოწყვეტილი ხეობელები რომ ლამისაა ერთმანეთს გადაგვკიდოს ამით? იქნებ ცოლი რომ დაასაქმა ერთდროულად რამდენიმე ადგილას და თვეში 5 000 ლარს იღებდა ისე რომ ერთხელაც არ მისულა სამსახურში ესაა მისი ღირსება? - ნამდვილი“გრუზინი“ არჩენს ცოლს ირიბად!!! 21 წლის შვილი 3 700 ლარიან სამსახურში რომ ჰყავს დასაქმებული კომუნიკაციების ეროვნულ სააგენტოში? იქნებ მისი შვილის განსაკუთრებულ შრომით გამოცდილებაზე და განათლებაზეც გეთქვათ რამე. მერე ეს ყველაფერი ამ „ალალ და პატიოსან“ კაცს ქონებრივ დეკლარაციაში რომ უნდა შეეტანა და „დაავიწყდა“ ამის გამო უნდა ვცეთ დიდი პატივი ? კანონი რომ დაარღვია არაუშავს პრესსპიკერი რომ ფულის საშოვნელად დაისვა და დაგვასვა თავზე ამასაც არაუშავს. იმასაც არაუშავს თავს რომ გვაყვედრის - გვესმის, ქალბატონ თამარ ჩიბურდანიძეს ბანკის ბევრი ვალი აქვს, მაგრამ ეს არაა ჩვენი, მცხეთელების გასასტუმრებელი. ბატონო ბიძინა, ჩვენ გვჯერა თქვენიც და ქართული ოცნების, მაგრამ არ გვჯერა დიმიტრი ხუნდაძის. იმისიც გვესმის რომ კარგი ექიმი ყოფილა ოდესღაც, ამიტომ ხომ არ ჯობია ერთი კარგი ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა ჩავაბაროთ . ჩვენი თავი კი იმ ადამიანს მიანდეთ ვისიც გვჯერა და ვისაც ჩვენი სჯერა“,-ნათქვამია მათ განცხადებაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)