|
2016-10-03 13:38:51, 654 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: “ნაცმოძრაობას“ 5-15 დეპუტატი ეყოლება პარლამენტში, რომლებიც ცუციკებივით იქნებიან
რასაც საზოგადოება 2012 წელს ელოდებოდა ახლა მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" დაიჭერს იმ ადგილს, რასაც იმსახურებს. "ნაციონალური მოძრაობის" მომავალი ადგილი იქნება სწორედ იქ, სადაც ეკუთვნით. საერთოდ, რაც გაკეთდა ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი თავდაყირა იყო დაყენებული. მთელი საქართველო ციხედ იყო გადაქცეული. ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვა. "ქართულ ოცნებას" ექნება ადგილი, რასაც საზოგადოება მიაკუთვნებს. "ნაციონალური მოძრაობა" დაიჭერს იმ ადგილს, რასაც იმსახურებს. ის სახელი დაერქმევა, რასაც იმსახურებს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეყოლება 5,10 თუ 15 დეპუტატი, რომლებიც იქნებიან ცუციკებივით, როგორც უნდა იყვნენ ისე იქნებიან. არავითარი რესურსი აღარ აქვთ მათ იმ ძალადობის რასაც ისინი ახერხებდნენ ამ აი ასე იქნებიან საკუთარ ადგილზე. გარწმუნებთ, რომ ეს ბობოქრობა და ანტაგონიზმი დასრულდება. არ ვიცი, რამდენი დარჩათ იმ ნაძარცვიდან, მაგრამ ვეღარ იპარავენ ახალს, ესაა მთავარი. შესაბამისად ეს რესურსიც დაუკნინდათ. საზოგადოებამ ისინი კარგად გაიცნო. შესაბამისად, საზოგადოებას ვპირდები, რომ ისინი საჩუქარს ახლა მიიღებენ, რასაც ელოდებოდნენ 4 წელი. თავში ეს რომ მეთქვა, რომ 4 წელი დასჭირდებოდა ვერ გამიგებდნენ, მაგრამ ეს ძალიან კარგად ჩანდა. რასაც ელოდნენ 2012 წელს მიიღებენ ახლა. რასაც ელოდნენ, რომ "ნაცებს" ექნებათ თავისი ადგილი და ვეღარ "იბლატავებენ", - განაცხადა ივანიშვილმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)