05:22 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 13:26:29, 629 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: მე და დიმიტრი ხუნდაძე ერთად ვსწავლობდით საუბარს, კამერების გვეშინოდა ორივეს, ერთმანეთს ვეხმარებოდით

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარე  GDS-ის გადაცემაში  „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძის პიროვნებაზე  ვრცლად ისაუბრა.

 ივანიშვილმა დიმიტრი ხუნდაძის პოლიტიკაში მოსვლის პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, ხუნდაძე ძალიან პატიოსანი ადამიანია და გაუხარდება, თუ მცხეთელები მხარს  სწორედ მას დაუჭერენ:

 „ დიმიტრი ხუნდაძე ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც ცხოვრებაში ვიცნობ და ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობ. ის ძალიან პატიოსანი ადამიანია. კარგი პროფესიონალი ექიმია.მიჭირდა, მცხეთაში ვერ შევარჩიეთ, ერთხელ დამეხმარა, ორჯერ დამეხმარა. სამკურნალოდ მოდიოდა, ყურში ანთება მქონდა თუ რაღაც ამის მგავსი და შემთხვევით კითხვა დავუსვი, თვითონ ხოარ წახვალ-თქო. შეკრთა, გაუვარდა ხელიდან ისნტრუმენტი. რას ამბობ, ბატონო ბიძინა, ჩემი თავი პოლიტიკაში ვერ წარმომიდგენიაო. ჩემს მსგავსად, გაუჭირდა ქვეყანას მოვიდა და პირნათლად მოემსახურა.ერთად ვსწავლობდით საუბარს, საზოგადოებასთან შეხვედრებს,  კამერების გვეშინოდა ორივეს, ერთმანეთს ვეხმარებოდით, სწორ არჩევანს გააკეთებენ, თუ მხარს მას დაუჭერენ“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics