|
2016-10-03 13:24:28, 771 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო. „ხმები გადანაწილდება და რთული იქნება, რომ პირველივე ტურში 50% მოაგროვონ. ძველი ბარიერი რომ დაგვეტოვებინა, პირველ ტურშივე გაირკვეოდა გასარკვევი. მეორე ტურებს ხატავენ ტრაგიკულად, რომ აი ნახეთ ამდენი ტური და თვითონვე აღიარა... ამ აღიარებაშია სწორედ დემოკრატიულობა, ძალიან კარგია, რომ ეს ასე იქნება. როდესაც დაშვება მოახდინა კოალიციამ ამ 50%-იანი ბარიერის, იქ ბევრი კითხვები იყო, რომ მე-2 ტური გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ბევრი მეორე ტური შეიძლება მოსდევდეს ამას, მაგრამ ამას აქვს თავისი ხიბლი. ჩვენ არჩევნების ცოტა გამოცდილება გვაქვს და კარგია, დამატებით გამოცდილებას მივიღებთ და უფრო მკვეთრად დაფიქსირდება მოსახლეობის პოზიციაც. მეორე ტურებს ნუ აკნინებენ, ძალიან კარგია, რომ იქნება ბევრი მეორე ტური და მიზეზიც ეს გახლავთ, რომ არა ის, რომ პოპულარული არ არის „ქართული ოცნება“, აბა 8 და 9 კანდიდატში წარმოიდგინეთ, რომ ხმები გინდა თუ არა გადანაწილდება. ბოლოს რჩება 2 კანდიდატი, იმ ორიდან რა თქმა უნდა დიდი უპირატესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, რამეთუ ყველაზე პოპულარული პარტიაა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)