|
2016-10-03 12:58:58, 1257 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ივანიშვილი გვარამიაზე: როგორი გონორით ესაუბრება სასამართლოს თავმჯდომარეს, ეს ამაზრზენია
საქართველოს ყოფილმა პორემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლეებთან საუბრის ტონი დაუწუნა. მისი თქმით, ამაზრზენია, რომ ნიკა გვარამია მოსამართლეს ”გონორით“ ესაუბრება. "ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს როგორ ესაუბრება და იმის შემდგომ მათი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ და მათი განცხადებები. ყველაფერი ფარსია, რა დღეში ყავდათ სასამართლო, ვისაც აგინებენ გასაგებია, გვარამია ვისაც ლანძღავს, აღარ ემორჩილებიან, მოსამართლეებმა თავი დააღწიეს მათგან და რა თქმა უნდა, ახალი ხელისუფლება სიამაყით შეიძლება ვთქვათ, რომ არ ერევა სასამართლოს საქმეებში და არც ერთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა სასამართლოს საქმეებში არ ერევა. მოსამართლეებმა მოახერხეს ბევრმა და თავი დააღწიეს და ნახეთ ლანძღვა გვარამიასი. ნახეთ, როგორ ესაუბრება ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს, მარტო გონორი დაიჭირეთ და შემდეგ ბურჭულაძე გაიხსენეთ და მე მინდა შევახსენო ჩვენი ინტელიგენციის ზოგიერთ წარმომადგენელს, ვინც ძალიან მძაფრ გამონათქვამებს არ ერიდებოდნენ, როდესაც მიდიოდნენ "რუსთავი 2"-ის პროცესზე, პროცესი იყო რომ მარტო სასამართლო მიდიოდა, მეტი არაფერი და ორი დაზარალებული მესაკუთრე ედავებოდა საკუთრებას "რუსთავი 2"-ს და როგორ იცავდნენ "რუსთავი 2"-ს, როგორც თავისუფალი სიტყვის ეტალონს და ჭეშმარიტების ბოლო საფეხურს, როგორ იცავდნენ, მოცეკვავეები მიდიოდნენ იქ ძალიან ცნობილი, მწერლები თუ ხელოვნების სხვა მოღვაწეები. ნუ თუ მათ დღეს არ სცხვენიათ?!“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)