|
2016-10-03 11:52:49, 727 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოფლის განვითარების სტრატეგიის პროექტი განიხილეს
ბორჯომში, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოფლის განვითარების სტრატეგიის პროექტი განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შემუშავდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში ასახულია სოფლის განვითარების უახლოესი სამი წლის (2017-2020) უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები და შესაძლებლობები; სამოქმედო გეგმით გაწერილია მისი განხორციელების კონკრეტული ღონისძიებები. უწყების ინფორმაციით, სტრატეგიაში განსაზღვრული ამოცანები სამ პრიორიტეტშია გაერთიანებული, კერძოდ: ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა; სოციალური პირობები და ცხოვრების დონე; გარემო და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა. განხილვის შედეგად მიღებული სოფლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეჯერდება სამოქალაქო საზოგადოებასთან და გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, სოფლის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიზანი სოფლად მოსახლების კეთილდღეობის ამაღლება, მათი საქმიანობის ეკონომიკური დივერსიფიცირებაა. აღნიშნული სტრატეგია ხელს შუწყობს დაიგეგმოს ღონისძიებები, რომელიც ამ მიზნის განხორცილებას შეუწყობს ხელს. სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხების განხილვას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ევროკავშირის დელეგაციის ოპერაციების ხელმძღვანელი კაიდო სირელი, ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამის მენეჯერი ალვარო ორტეგა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი შომბი შარპი. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და სოფლის განვითარების სტრატეგიის პროექტის შემუშავებაში ჩართული სამინისტროების წარმომადგენლები. აღნიშნული ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) ორგანიზებით გაიმართა. (NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)