|
2015-01-10 14:40:22, 2594 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორემ ფრანსუა ოლანდს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, ვგმობთ მომხდარს და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და მთელ ფრანგ ხალხს. ეს არ არის ერთი ქვეყნის ტრაგედია, ამაზე დაფიქრება მართებს ყველას; მითუმეტეს, რომ ბოლო წლების მანძილზე ტერორისტული ქმედებები მსოფლიოში გახშირდა და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. მიგვაჩნია, რომ წამყვანმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებლად, რათა საზოგადოება იყოს უფრო დაცული. შევთხოვთ ღმერთს, მოგვმადლოს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“,- ნათქვამია უწმინდესის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)