05:48 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 19:09:54, 1668 ნახვა

სამართალი
პირის ვინაობა, ვინც ირაკლი ოქრუაშვილს ესროლა, დადგენილია-მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

პირის ვინაობა, ვინც გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილს ესროლა, დადგენილია და მის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.  ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, გამოძიება ორი მუხლით-სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,  რაც ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილს თავს დაესხნენ.  როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა  რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, დაჭრილია მისი დაცვის წევრი და ერთი აქტივისტი, რომლებიც ამ დროისთვის გორის ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics