|
2016-10-02 14:05:21, 714 ნახვა
პოლიტიკა
ქუცნაშვილი: ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საქართველოში ყველა სოფელი გრძნობდეს მხარდაჭერას და გვერდში დგომას
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრები გამართა ფასანაურის, ჟინვალის, ანანურის, ჭოპორტის, ბაზალეთის, მჭადიჯვრის, ყვავილისა და დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. შეხვედრებზე მაჟორიტარობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს მიერ მიღებული „მთის განვითარების კანონი“ ქვეყნის მოსახლეობის მოწონებას იმსახურებს. სწორედ სოფლის გაძლიერებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. საწარმოების შექმნა, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარება სასიკეთოდ იმოქმედებს როგორც მოქალაქესა და მის ოჯახზე, ასევე, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაზე. ჩვენ გვაქვს სურვილი და ამბიცია, რომ საქართველოში ყველა სოფელი გრძნობდეს მხარდაჭერას და გვერდში დგომას“,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)