|
2016-10-01 22:45:22, 835 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ჩვენ დამაჯერებლად ვიგებთ არჩევნებს, ამ სიტუაციაში დესტაბილიზაცია ივანიშვილს აწყობს
ჩვენ დამაჯერებლად ვიგებთ არჩევნებს, ამ სიტუაციაში დესტაბილიზაცია ივანიშვილს აწყობს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში აღნიშნა. „შევადაროთ მათი 4 წლის მმართველობა და ჩვენი 8 წელი, ჩვენ ყოველ თვეგამოშვებით გვიწყობდნენ გალიებს, პროვოკაციებს, არეულობებს, ათასგვარ უმსგავსობას, როგორც შეეძლოთ, გვარყევდნენ, რომ ვერ გვემუშავა და ამ ყველაფრის ხელის შეშლის მიუხედავად, რამხელა შედეგს მივაღწიეთ. 4 წელი ჩვენ ვიყავით მთავარი ოპოზიციური ძალა, ამათ ერთი კარავი, გალია არ დავუდგით, ყველაფერში ხელს ვუწყობდით, სასათბურე პირობები შევქმენით და მიუხედავად ამისა, ვერაფერი გააკეთეს. მე საქართველოს ინტერესებსა და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას რაღაც პირად პოლიტიკურ ამბიციებზე არასდროს გავცვლი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს და ამის გამო, არეულობის მოწყობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის. "გამოკითხვების შედეგებით ძალიან კარგად ვართ, ჩვენ დამაჯერებლად ვიგებთ არჩევნებს, ამ სიტუაციაში არეულობა და დესტაბილიზაცია მხოლოდ ივანიშვილს აწყობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები მშვიდობიანად, წყნარად, ლეგიტიმურად ჩატარდეს, ხავერდოვნად გადავიბაროთ ხელისუფლება," - ამბობს სააკაშვილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში საზოგადეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდება. "უკან გახედვა, ბოღმა და ჩაწიხვლა კომპლექსიანი ადამიანების ხვედრია. ჩვენი პასუხი, კომპენსაცია ათასგვარი უმსგავსობისთვის, რაც ივანიშვილმა 4 წელში ჩაიდინა, დაჭერა კი არ იქნება მაგ ჯგუფის და ივანიშვილის, ჩვენი პასუხი იქნება აშენებული ლაზიკა, ახალი უმაგრესი განათლების სისტემა, სოციალური სტანდარტები, ცხოვრების დონის რევოლუციური გაზრდა, ეს იქნება რევოლუციური პასუხი. რევოლუცია მართლაც მოხდება, მაგრამ ეს იქნება რევოლუცია ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. ამ რევოლუცია ჩვენ არჩევნების შემდეგ მოვახდენთ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)