|
2015-03-15 22:02:17, 505 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოება 2030-ში 60 კაცზე მეტია გაერთიანებული
ექს- პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოება 2030-ში 60 კაცზე მეტია გაერთიანებული. ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030-თან“ საუბრისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, პროექტი 2030-ის მიზანია საზოგადოებისთვის ქვეყანაში მიმდინარე კვალიფიციური მოვლენების მიწოდება, სწორი აქცენტების დასმა და ანალიზი. „ამისათვის ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი ჯგუფი, 60 კაცზე მეტი შედის დღეს საზოგადოება 2030-ში, მათ რიცხვში არიან ძალიან ბევრი კრეატიული ადამიანი, რომელთაც აქვს უნარი ანალიზის გაკეთების , და ჩვენ შევეცდებით, რომ მოსახელობას რაც შეიძლება მიუკერძოებელი ანალიზი და აქცენტები მივაწოდოთ. ის რაც აკლია დღვანდრლ მედია სივრცრს ჩემი აზრით. დღეს ძალიან დომინირებს ნაციონალური მოძღაობის მედიასივრცეში პროპაგანდისტული მანქანა და ძალიან ბევრ სიცრუეს აწვდის მოსახლეობას. მოსახლეობას და საზოგადოებას ძალიან უჭირს. სწორად გაიგონ რა ხდება რეალობაში და სწორი ანალიზი მიიღონ მიმდინარე პრობლემებზე“,-აღნიშნა ივანიშვილმა. ივანიშვილის თქმით, ქართულ მედიასივრცეში დომინირებს „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ძალიან ბევრ სივრცეს აწვდის მოსახლეობას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას კვალიფციური ანალიზი მივაწოდოთ, რომ მათ კარგად გაიგონ და გაერკვნენ პოლიტიკურ პროცესებში და დავეხმაროთ განვითარებაში, დავუჩქაროთ განვითარება იმ ჩვევების, რაც ჩვენ გვაკლია – ესაა პოლიტიკური გამოცდილება. მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვახერხებდით საკუთარი ქვეყნის მართვას, ისტორიას არ შეგახსენებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)