|
2016-10-01 19:05:35, 983 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე მოსახლეობას მაღალმთიანი აჭარის კიდევ რამდენიმე სოფელში შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მოსახლეობას მაღალმთიანი აჭარის კიდევ რამდენიმე სოფელში შეხვდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს შეხვედრები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში გაიმართა, სადაც ზურაბ პატარაძე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ხულოს მაჟორიტარ კანდიდატებთან პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში - ანზორ ბოლქვაძესთან და ხვიჩა შარაშიძესთან ერთად იმყოფებოდა. სოფლის მოსახლეობას ზურაბ პატარაძემ მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინა და მათთან ერთად „ქართული ოცნების" გუნდის მომავალი გეგმების, ასევე მთის კანონით დადგენილი იმ შეღავათების შესახებ ესაუბრა, რომელთა დიდი ნაწილით უკვე სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტი. ზურაბ პატარაძის თქმით, მთის კანონი, ისევე როგორც ბევრი საინტერესო პროექტი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით, მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას. განსაკუთრებული ხაზი გაესვა კურორტ გოდერძზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, ხულო-ადიგენის გზის მონაკვეთის რებილიტაციის საკითხს და ეკოტურიზმის პოტენციალის განვითარებას.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)