|
2016-10-01 15:58:34, 1556 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ შევძლებთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიტანოთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის გამოქვეყნების თაობაზე კომენტარი გააკეთა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ახალი ინიციატივები 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში ვერ იქნება ასახული, ვინაიდან ამას საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს. მისივე თქმით, პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება. „ჩვენ საბაზისო ვერსია კანონმდებლობით საქართველოს მთავრობაზე განვიხილეთ, თუმცა ახალი ინიციატივები მასში ვერ იქნება ასახული საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე და მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ შევძლებთ რომ შევიტანოთ შესაბამისი ცვლილებები. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, იქნება ის, რაც ჩვენ განვაცხადეთ, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც აუცილებლად განხორციელდება. რა თქმა უნდა, პრიორიტეტებს შორის იქნება ინფრასტრუქტურის მიმართულება, ეს არის ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები, სტარტაპების მიმართულება და ყველა სხვა ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ ისედაც გაგვაჩნია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)