00:37 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-15 18:18:32, 828 ნახვა

ეკონომიკა
"საქართველოს რკინიგზამ" რუსულ გიგანტ კომპანიას შესაძლოა, უკანონო გარიგება დაუდოს

შპს. „ა.ს.ჯგუფი1990“-ს დირექტორი ავთანდილ საყვარელიძე "საქართველოს რკინიგზას" კორუფციულ გარიგებაში  ადანაშაულებს. საქმე ელმავლის შეძენასთან დაკავშირებულ ტენდერს ეხება.  საყვარელიძე ირწმუნება, რომ ტენდერში  რუსულმა კომპანია "ურალის ლოკომოტივების ქარხანამ" გამარჯვება უკანონოდ მოიპოვა.

საყვარელიძის მტკიცებით, "საქართველოს რკინიგზის" მიერ ტენდერი თავიდანვე გაყიდული და მისი პირობები ხსენებულ კომპანიაზე განგებ მორგებული იყო. საყვარელიძის განცხადებით, ჩინური კომპანია ტენდერიდან მოხსნილი ოფიციალურად არაა, მათ ამის თაობაზე ზეპირად განუცხადეს:

"27 თებერვალს, რომ დასრულდა აუქციონი, გაიმარჯვა ჩინურმა კომპანიამ. ჩვენ ეს გამარჯვება არ მოგვცეს, მოგვხსნეს ტენდერიდან და გადავიდნენ მეორე ადგილზე ვინც გავიდა იმაზე. ოფიციალურად ტენდერიდან მოხსნილი არ ვართ, ჩვენ ზეპირად გამოგვიცხადეს, რომ  ჩვენ თქვენ მოგხსნით ტენდერიდან და გადავალთ მეორე ადგილზე გასულ პრეტენდენტზე. ქალბატონმა განგვიცხადა, რომ ფორმალურ მიზეზს გამოვიყენებთო. ეს ქალბატონი არის ირაკლი  ეზუხბაიას ცოლის დაქალი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.ჩვენ ვუთხარით, არ გაბედოთ იმის აღსრულება, რაც გამოგვიცხადეთქო, სიტყვიერად გვითხრეს, რომ ასე გავაკეთებთ, თუმცა ვერ ბედავენ",-განუცხადა ავთანდილ საყვარელიძემ "ექსპრესნიუსს".

ამასთან, საყვარელიძის თქმით, ტენდერი რომ თავიდანვე გაყიდული იყო ამაზე მიუთითებს ის, რომ  "საქართველოს რკინიგზამ" 200 000-მდე ლარი  გადაუხადა  რუსულ კომპანიას რუსული ელმავლების აღსაწერად და შესასწავლად, რათა ამ მონაცემების მიხედვით სატენდერო წინადადება აეწყოთ. 
ამასთან,  ჩინელ ინვესტორებს საქართველოში  ინვესტიციის  განხორციელება სურთ.  საყვარელიძის განმარტებით, ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ჩინურ კომპანიას საქართველოში 100 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.  მათ  ელმავალმშენებელი ქარხნის აშენება, ან არსებული ელმავალმშენებელი ქარხნის რეაბილიტაცია ჰქონდათ გადაწყვეტილი.

როგორც საყვარელიძე "ექსპრესნიუსთან" საუბრისას განმარტავს, ინვესტიციასთან დაკავშირებით, შეხვედრები რკინიგზის დირექტორთან და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან გაიმართა.

"შეხვედრები იყო რკინიგზის დირექტორთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, დაათვალიერეს თემქის ქარხანა იმიტომ, რომ მაგ პროექტში დევს 200 000 კვადრატული მეტრის შენობა საჭირო, რომელიც განიხილება ალტერნატივად, რომ ან ეს ქარხანა გამოისყიდონ მისი მფლობელისგან, ანდა ახალ ცარიელ ტერიტორიაზე, შემოვლით გზაზე  ააშენონ  თავიდან    ქარხანა. ჩემი პარტნიორები არიან ისინი და მე მომყვებიან და თუ სახელმწიფოც ნებას დაანახებს, უფრო კარგი იქნება, თორე არაფერიც არ გაფუჭდება. ამ პროექტს მაინც გავაკეთებთ ჩვენით",-განაცხადა ავთანდილ საყვარელიძემ.

მისივე თქმით, ქარხანა, რომლის მშენებლობასაც გეგმავენ, წელიწადში 50 ელმავალს გამოუშვებს და მას ექსპორტზე გაიტანენ. საყვარელიძე ვარაუდობს, რომ ამ მასშტაბის ქარხანა 2500 კაცის დასაქმებას უზურნველყოფს.

"საქართველოში სულ 50 ქარხანაა და ეს ქარხანა გამოუშვებს წელიწადში 50 ცალს და შესაბამისად, გაიტანს ექსპორტზეც.სავარაუდოდ, ასეთი მასშტაბის ქარხანა არის დაახლოებით,  2500 კაცის  დამსაქმებელი",-აღნიშნა ავთანდილ საყავრელიძემ.

რაც შეეხება სატენდერო კომისიის წევრებს, რომლებმაც საყვარელიძის თქმით, უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არიან.

"სატენდერო კომისიაში"  შედიან მხოლოდ რკინიგზელები, მხოლოდ რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც მოყვებიან ძველი დროიდან",-განაცხად ავთანდილ საყვარელიძემ.
კომპანია "ა.ს.ჯგუფი1990"  მსოფლიოში ყველაზე დიდ მწარმოებელ ჩინურ კომპანიას წარმოადგენს, რომელმაც საყვარელიძის თქმით,  რუსულ კომპანიას ტენდერში  210 000 ლარითა და  ხარისხის მაჩვენებლებით მოუგო.

რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადების დროს, ავთანდილ საყვარელიძე განმარტავს, რომ რკინიგზას აქვს თავისი შიდა წესები, რომლითაც ტენდერებს არეგულირებს  და არავითარი ვალდებულება არანაირ ვადებზე არ გააჩნია.

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics