08:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 11:29:13, 571 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპი: მოგმართავთ ყველას, არ უნდა დავღონდეთ იმ პრობლემების მიუხედავად, რაც გარს გვახვევია

საქართველოში უამრავი ქალია - ბებია და დედა, რომლებიც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვის აღსრულებისას განაცხადა.

როგორც პაპმა აღნიშნა, ღმერთი არის ნუგეში და ეს ნუგეში ჩვენს გულებში კარის გაღებით უნდა დავთესოთ.

„თქვენი მშვენიერი ქვეყნის მდიდარ საგანძურში გამორჩეული ადგილი უკავია ქალს. როგორც ყრმა იესოს წმიდა ტერეზა წერდა - „ღმერთი გაცილებით მეტ ქალს უყვარს, ვიდრე მამაკაცს“. ღმერთი გვიცნობს და ვუყვარვართ, როგორც დედა ანუგეშებს შვილს, ისე განუგეშებთ მე თქვენ. ღმერთი გვიმშრალებს ცრემლებს და გულისხმიერია ჩვენს მიმართ. რაოდენ ბოროტების ჩამდენი არ უნდა ვიყოთ, მაინც მისი შვილები ვართ“, - განაცხადა რომის პაპმა.

ფრანცისკე პირველის თქმით, ნუგეში არის ის, რაც დღეს ყველა გვჭირდება.

„ღმერთი, რომელიც ჩვენშია, სწორედ ამ ნუგეშის წყაროა. თუ გვსურს, რომ უფალი ჩვენში დამკვიდრდეს, კარი უნდა გავუღოთ და უფალი კარიდან შემოვა. თუ კარი დაკეტილია, უფალი ჩვენში ვერ შემოდის, ვვარდებით პესიმიზმში და ვშფოთავთ. მოგმართავთ ყველას, არ უნდა დავღონდეთ იმ პრობლემების მიუხედავად, რაც გარს გვახვევია. ღმერთის ნუგეშის მისაღებად უნდა დავმდაბლდეთ, უნდა გავხდეთ ბავშვივით მცირენი. ვინც თავს დაიმდაბლებს, ის საკუთარი თავით ღარიბია, ღმერთით კი მდიდარი“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

ცნობისთვის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რომის პაპის წმიდა წირვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლიდერი, მთავრობის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა საეკლესიო კონფესიების წარმომადგენლები ესწრებიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics