08:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 10:21:42, 632 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რომის პაპი ფრანცისკე წმიდა წირვას ატარებს

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რომის პაპი ფრანცისკე წმიდა წირვას ატარებს.

სტადიონზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ასევე, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა საეკლესიო კონფესიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან, წირვის ტრანსილირებას რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალება განახორციელებს.

პაპი ფრანცისკე დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პატრიარქთან ერთად მცხეთას ეწვევა, სადაც სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს.

ცნობისთვის, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატიურ კორპუსს და სასულიერო პირებს უკვე შეხვდა.

პაპის ვიზიტი ხვალ დასრულდება. ის საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, პაპი ფრანცისკე საქართველოს გუშინ ეწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics