|
2016-09-30 19:33:48, 1609 ნახვა
ეკონომიკა
რუსთავში ალკოჰოლური სასმელების საწარმო აშენდება
შპს „ქართული არყის კომპანია“ ქალაქ რუსთავში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. საწარმოს ასაშენებლად კომპანია სულ მცირე 650 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და მინიმუმ 20 ადამიანს დაასაქმებს. პირველ ეტაპზე საწარმო 2 000 000 ბოთლი, 0,5 ლიტრი მოცულობის, არყის რეალიზაციას გეგმავს. მეორე ეტაპზე, გახსნიდან 3–5 წელიწადში იგეგმება მეზობელი ქვეყნებისა და ეკონომიკური პარტნიორების ბაზრების ათვისება – უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია. აღნიშნულ ბაზრებზე კომპანია 3 000 000 – 4 000 000 ბოთლი არყის რეალიზებას გეგმავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქართული არყის კომპანიას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 75 000 ლარად გადასცა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)