|
2016-09-30 18:58:49, 1026 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: ევროსასამართლოში ქართველი მოსამართლეობის კანდიდატების სია არ ჩავარდნილა, ეს ტყუილია
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. თეა წულუკიანის განცხადებით, „გუშინ, საღამოს, ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ, რომელსაც ოპოზიციური პარტია მართავს, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია და მას აჰყვა არაერთი რესპექტაბელური მედიასაშუალება, არაერთი ძალიან პატივსაცემი ინსტიტუტი". „სიმართლე არის ის, რომ გუშინ პარიზში გამართულ კომიტეტის სხდომაზე ცნობად მიიღეს ჩვენ მიერ გაგზავნილი სამი კანდიდატის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, კომიტეტმა იმსჯელა და სია ცნო დასაშვებად, რის შემდეგაც გაიმართა კანდიდატებთან გასაუბრება",-აღნიშნა წულუკიანმა. მისივე თქმით, სიის ჩავარდნის შემთხვევაში, კანდიდატებთან გასაუბრება არ შედგებოდა, შესაბამისად, მედიით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. „კანდიდატების გასაუბრების შემდეგ გადაწყდა, რომ, რაკი მოქმედ მოსამართლეს თებერვალში ეწურება ვადა, გამარჯვებული იანვარში გამოვლინდება, −განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მთავრობის ინტერესებში არ ყოფილა. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელიც იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და პასუხს აგებს საკუთარ გადაწყვეტილებებზე: „ჩვენ, ყველანი ერთად − ჟურნალისტები, მინისტრები, ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეები, შევადგენთ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს დამოუკიდებელი მთავრობა, რომელიც აგებს პასუხს თავის გადაწყვეტილებებზე, რადგან ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ამიტომაც მთავრობას, როგორც სუვერენული ქვეყნის წარმომადგენელს, წარედგინა კომისიის მიერ ხუთპირიანი სია და ის იყო თავისუფალი, ამ ხუთი პირიდან შეერჩია სამი. მთავრობამ შეარჩია ის სამი, ვინც შეარჩია საბოლოოდ. ეს სამი კანდიდატი, იმიტომ, რომ სია დასაშვებად გამოცხადდა, დაშვებულ იქნა გასაუბრებაზე". იუსტიციის მინისტრის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ევროპის საბჭოს პრეროგატივაა და საქართველოს მთავრობა ამ პროცესში არ მონაწილეობს. „კანდიდატები ადასტურებენ, რომ გასაუბრება გაიარეს − როგორ გაიარეს, ეს ჩემი საქმე არ არის. საპარლამენტო ასამბლეის დამოუკიდებელი კომიტეტი გამარჯვებულს გამოავლენს იანვარში და თებერვალში გვეყოლება ახალი მოსამართლე, რადგან მოქმედს უკვე ვადა ეწურება. საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს სია თებერვლისთვის არ შეიცვლება, რადგან ევროპის საბჭოდან ამის მოთხოვნა არ წამოსულა. პირიქით, გუშინ გადაწყდა, რომ სია დასაშვებია და გასაუბრებაზე მიიწვიეს სამივე კანდიდატი", − განმარტა მან. იუსტიციის მინისტრმა ის შემთხვევებიც გაიხსენა, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო კომიტეტმა კანდიდატებთან გასაუბრებაზე უარი თქვა. „ბევრჯერ ბევრ ქვეყანას, დიდსა თუ პატარას, დამართნია ისე, რომ სია ჩავარდნილა. შესაბამისად, კანდიდატები არ მიუშვიათ გასაუბრებამდე. მე მიხარია, რომ საქართველოს, ჩვენს პატარა, მაგრამ სუვერენულ ქვეყანას, ეს არ დაემართა. სია იქნა დასაშვებად ცნობილი და კანდიდატები დაშვებულ იქნენ გასაუბრებაზე", − აღნიშნა მან და კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს წარმატება უსურვა: „იმედი მაქვს, რომ მათ ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა. დანარჩენს ევროსაბჭო გადაწყვეტს და ყველას მინდა, მოგიწოდოთ, რომ არ მოხდეს ამ პროცესის პოლიტიზება, რადგან ეს არ არის პარტიული საკითხი; ეს არის ჩვენი ქვეყნის − საქართველოს სია".
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)