|
2016-09-30 17:36:46, 747 ნახვა
პოლიტიკა
კვაჭანტირაძე: 15 წლის მოზარდის გარდაცვალებით პოლიტიკურად სპეკულირება არ შეიძლება
ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, გარდაიცვალა 15 წლის მოზარდი, თუმცა ამით სპეკულირება, რომ ეს არის ხელისუფლების ბრალი, არ შეიძლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადა. „ოპოზიციის საქმე არის, ყველაფერი დააბრალოს ხელისუფლებას. თუ მსგავსი რამ სხვა სახის ღონისძიებაზე მოხდება, ამასაც ხელისუფლებას დააბრალებენ. ამ ფაქტს სხვანაირად უნდა მოვეპყროთ, როგორც ადამიანურ ტრაგედიას ისე. ამის პოლიტიზირების და პოლიტიკოსების გამონათქვამების კომენტირება ზედმეტად მიმაჩნია. არამგონია ეს ვინმეს სიამოვნებდეს, მითუმეტეს ბიჭის ჭირისუფალს“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე გაიზარდა თუ არა კრიმინალი ბოლო დროის განმალობაში და ეკისრება თუ არა ეს ხელისუფლებას, კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ ეს არის ტყუილი. „თქვენ იწყებთ ნარატივით, დაწერილი ტექსტებით, რომ ქვეყანაში არის გაზრდილი კრიმინალი. ეს არის თქვენი მოგონილი თავიდან ბოლომდე. არც ერთი შეფასება, არც ერთი საერთაშორისო რეიტინგი ამას არ ადასტურებს. რა თქმა უნდა კრიმინალის გაზრდაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და აუცილებლად დაეკისრება წინა ხელისუფლებასაც რომლის მეხოტბეებიც იყავით“, - მიმართა პარლამენტარმა „ტაბულას“ ჟურნალისტს. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)