21:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 16:34:13, 651 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდნენ

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში - ნუგზარ სურმანიძე, მუხრან ვახტანგაძე, ილია ვერძაძე და ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010“-ის სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს. დეპუტატობის კანდიდატებმა ყურადღება ჯანდაცვის მიმართულებაზე გაამახვილეს.

დეპუტატობის კანდიდატები მედიკოსებს გასული 4 წლის განმავლობაში ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც ესაუბრნენ და მათი შეფასებები მოისმინეს.

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით გათვალისწინებულია: პენსიონერების დასაქმების პროგრამის „ცხოვრება გრძელდებას“ ამოქმედება; ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად პენსის ეტაპობრივი ზრდა; პირველადი მოხმარების 300 დასახელების მედიკამენტზე ზღვრული ფასების დაწესება; ქრონიკული დაავადებების მქონე უმწეო პენსიონერებისათვის პირველადი მოხმარების მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსება, პირველადი ჯანდაცვის მიწვდომადობისა და ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე, დაავადებების ადრეულ სტადიაზე დამარცხების ალბათობის 80% მდე გაზრდა,  2020 წელს საქართველოში ჩ-ჰეპატიტის პრობლემის სრულად აღმოფხვრა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics