|
2016-09-30 15:23:59, 614 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს სახელით პრეზიდენტ შიმონ პერესის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ისრაელში იმყოფება, სადაც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, მან საქართველოს სახელით პრეზიდენტ შიმონ პერესის ხსოვნას პატივი მიაგო. ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ისრაელს მსოფლიოს ლიდერები ეწვივნენ, მათ შორის 80-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები. "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის პრეზიდენტს რეუვენ რივლინს და პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მიხეილ ჯანელიძემ ისრაელის სახელმწიფოს მეთაურებსა და ებრაელ ხალხს საქართველოს სახელით გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შიმონ პერესის გარდაცვალება პირადად მიუსამძიმრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე საშუალება ჰქონდა, გასაუბრებოდა კანადის პრემიერ-მინისტრს, ლატვიის პრეზიდენტს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და დაკრძალვის ცერემონიაზე მყოფ სხვა ლიდერებს",-აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი, შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდ
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)