|
2016-09-29 17:15:10, 1502 ნახვა
ეკონომიკა
სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი მეგა პროექტი განხორციელდება
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა სუფსაში ქართულ-ირანული კომპანიის “GEOPARS“-ის მიერ მეგა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 29 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია “GEOPARS”-ს შორის საპრივატიზაციო ხელშეკრულება გაფორმდა. უწყების ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. საპრივატიზებო ხელშეკრულების თანახმად, “GEOPARS”-ს სოფელ სუფსაში მდებარე 939098 კვ.მ. და 390161 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრებაში საინვესტიციო პირობებით გადაეცა. კომპანიამ ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც 20 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. „ეს არის საქართველოში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი მაგალითი. ინვესტორების მიერ მიღებული ასეთი გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემოს და სწორი ეკონომიკური კურსის დადასტურებაა. ასევე ეს არის საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროექტში მნიშვნელოვანია ირანული მხარის მონაწილეობა. „ის არის ნავთობის მფლობელი მხარე. თუკი ადრე მუდმივად იყო კითხვები, რომ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების შემთხვევაში, საიდან იქნებოდა მოწოდებული ნავთობი, ასეთი კითხვები დღევანდელი პროექტის მიხედვით იხსნება. ირანული მხარე არის როგორც ინვესტორი, ასევე იმ რესურსის მომწოდებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პროექტის განხორციელებამდე “GEOPARS”-მა უნდა უზრუნველყოს პროექტის სრული ტექნიკური და ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის, მათ შორის გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური გავლენის შეფასების (ESIA) განხორციელება. კვლევის შედეგები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებს და უნდა გამოირიცხოს საწარმოს მშენებლობის დროს გარემოზე შესაძლო ყოველგვარი მავნე ზემოქმედება. ასევე დაცული უნდა იყოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენობლობის დროს შემოთავაზებული ტექნოლოგიის უსაფრთხოება ქარხნის ოპერირების პროცესში. ნავთობგადამამუშვებელი ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს „ევრო 5“-ის სტანდარტს. გარდა ამისა, კომპანია „GEOPARS”-ი განახორციელებს მეგა საინვესტიციო პროექტს შავი ზღვის საქართველოს სანაპირო არეალში. პროექტი ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ესენია: ბიტუმის საწარმო, ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, პეტროქიმიის საწარმო და ლოგისტიკური ცენტრი. ცნობისთვის, კომპანია „GEOPARS”-ი LLC “PCCI”-სა და LLC “Fryona Commerce”-ის მიერ არის დაფუძნებული. “პეტროქიმიის საერთაშორისო კომერციული კომპანია“ (PCCI) “სპარსეთის ნავთობისა და გაზის განვითარების კომპანიის“ (POGDC) შვილობილი კომპანიაა. “PCCI”-ს აქტივობები ფოკუსირებულია, ინვესტიციებზე ნავთობისა და გაზის მიმართულებით; ნავთობ პროდუქტებით, პოლიმერებით, არომატული ნივთიერებებითა და LPG-ით ვაჭრობაზე. “Fryona Commerce” ნავთობის სავაჭრო კომპანიაა. იგი დაარსებულია 2013 წელს. კომპანიის დამფუძნებლებს გააჩნიათ: მსოფლიოს მასშტაბით 15 მლნ ტონა ნავთობ პროდუქტების ვაჭრობის გამოცდილება; 3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების commodity-ს (ოქრო, სპილენძი, მოლიბდენი) ექსპორტზე გატანის გამოცდილება; ნავთობ გადამამუშავებელი საწარმოების მართვის ექსტენსიური ცოდნა და გამოცდილება. (NS)
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)