10:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 17:09:06, 1296 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა „ნუტრიმაქსის“ მაღალტექნოლოგიური საწარმო გახსნა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენებული მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების დამამზადებელი საწარმოს ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა მიიღო. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს მფლობელია კომპანია „ნუტრიმაქსი“, რომელმაც ასევე მონაწილეობდა აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამაში. 
მათივე ცნობით, საწარმოს გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კომპანია „ნუტრიმაქსის“ საერთაშორისო პარტნიორები.  

ქარხანა კომპანიამ „ნუტრიმაქსი“ ფონიჭალის ზემო დასახლებაში ააშენა. საერთაშორისო სტანდარტების საწარმოს მშენებლობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში კომპანიამ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ამჟამად საწარმოში დაახლოებით 50 ადამიანია დასაქმებული და ყოველწლიურად  50 000 ტონა ცხოველების, ფრინველებისა და თევზის მაღალტექნოლოგიურ კომბინირებულ საკვებს აწარმოებს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „ნუტრიმაქსის“ მიერ განხორციელებული პროექტი დადებითად შეაფასა და დასძინა, რომ „ეს არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება ნულიდან წარმატებული საწარმოს ამოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საწარმო, რომლის პროდუქცია ანაცვლებს იმპორტს და ექსპორტზეა ორიენტირებული“.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საწარმოს პროდუქცია საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე უკვე იყიდება. მისი თქმით, „ნუტრიმაქსის“ პროდუქცია ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს და სურვილის შემთხვევაში, მათ ევროპის ბაზარზე შესვლა შეეძლებათ.   

კომპანია „ნუტრი მაქსი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს, კერძოდ კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ კომპანიას ქალაქ თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლებაში მდებარე 30,394 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა. 

საწარმოსა და პროდუქციის წარმოების მართვის პროცესში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოში ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი ლიდერი კომპანია – Trouw Nutrition.  აღნიშნული პროდუქციის წარმოების პროცესში Trouw Nutrition-ის მონაწილეობა უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების დანერგვისა და მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზების შესაძლებლობას.  
(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics