|
2016-09-29 14:16:00, 738 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი ჟურნალისტს: პირველად თქვენგან მესმის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ქართუსგან“ ფული ისესხა
„პირველად თქვენგან მესმის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სესხი აიღო“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც „ქართულმა ოცნებამ“ ბანკ „ქართუდან“ 1 მილიონი ლარი ისესხა. ივანიშვილლმა ჟურნალისტის კითხვას იუმორით უპასუხა და დასძინა, რომ „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდა. „პირველად თქვენგან მესმის ეს. ნორმალურია თუ კანონი არ დაურღვევიათ მათ. ესე იგი გაუჭირდათ და სესხი აიღეს. დალხენილი ადამიანი სესხს არ ღებულობს. მთავრია, რომ კანონი არ დაირღვეს. ეჭვის საფუძველი არ გაჩნდს, რომ მმართველი პარტია სარგებლობს დამატებითი პრივილეგიებით. იუმორითაც შეიძლება ვთქვათ, გაუჭირდათ და ისესხეს. საარჩევნო პროცესში ეს ნორმალურია. თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ დაფინანსება, რომ არ ჰქონოდა. გახსოვთ მაშინ თქვენ საზოგადოების აქტიუროჰბა, ეს არის საამაყო და ახლაც დამბურძგლა. აბა ნახეთ სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ახლა, 4 წლის შემდეგ“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)