|
2016-09-29 12:45:48, 720 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი ენმ-ს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნაზე: მკვეთრი მოქმედების წინააღმდეგი ვარ
„რაც შეეხება ისეთ განცხადებებს, უნდა მოიხსნას თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო რეგისტრაციიდან, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მათ მიმართ მკვეთრი მოქმედების“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. ივანიშვილი პარტიებს მოუწოდებს და თხოვს, მსგავსი ტიპის განცხადებებისგან თავი შეიკავონ. „თუ ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდება, ამას სახელმწიფომ უნდა მისცეს სწორი მიმართულება და თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს. რაც შეეხება ისეთ განცხადებებს, რომ უნდა მოიხსნან ისინი საარჩენო რეგისტრაციიდან, ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი რაიმე მკვეთრი მოქმედებისა და მათ მიმართ უკიდურესი გამოვლინებისა. ძალიან ბევრს აქვს ობიექტური საფუძველი ამის თქმის, მაგრამ ეს არ მოუხდება მთლიანად ქვეყანას და ჩვენს მომავალს. მე ვთხოვდი მათ, რომ თავი შეიკავონ ასეთი მკვეთრი გამონათქვამებისგან. ჩვენ ჯობია სამართლებრივი სახელმწიფოს სტატუსი გვქონდეს და სასამართლომ გადაწყვიტოს ყველაფერი. მძიმე ქმედებები საზოგადოებამ არც უნდა გავივლოთ თავში“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)