|
2016-09-29 12:43:34, 1290 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: თუ აკა მინაშვილი, როგორც თორნიკე ერისთავი უსარდლებს ამ საქმეს, ხიფათი შეიძლება გაიზარდოს
„ერთი ინფორმაცია შეიძლება მართლაც სახიფათო იყოს და შემაშფოთებული, თუ ეს გამართლდა, შეიძლება, გაგვიჭირდეს და სერიოზული ხიფათი გველოდებოდეს“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, აქვს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გეგმას სათავეში აკაკი მინაშვილი ჩაუდგება. "ერთი ინფორმაცია შეიძლება მართლაც სახიფათო იყოს და შემაშფოთებული, ყველა დიდი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მაქვს მიღებული, რომ თუ მართლაც გამართლდა ეს ინფორმაცია და სიმართლესთან ახლოს იქნება, შეიძლება ჩვენ მართლაც გაგვიჭირდეს და სერიოზული ხიფათი გველოდებოდეს. თუ ეს მოხდა, მე ვფიქრობ, რომ აკა მინაშვილს ბარდება კოორდინაცია, თუ აკა მინაშვილი როგორც თორნიკე ერისთავი უსარდლებს ამ საქმეს, მე მგონი ხიფათი მართლაც შეიძლება გაიზარდოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ამასთან, ექსპრემიერმა განმარტა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობის დონეზეა და ამის სერიოზულად აღქმა არ შეიძლება. "რა თქმა უნდა, ეს ხუმრობის დონეზეა, მხოლოდ უნდა ვიხუმროთ ამაზე და მეტი არაფერი, ისეთი აბსურდული ინფორმაციები მოდის ჩემამდე", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)