|
2016-09-29 11:34:27, 629 ნახვა
პოლიტიკა
მაკრახიძე: „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ- ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე კომბინატის, ჭალისა და კვერნაქის დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა დასაქმების პროგრამა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ასევე, ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა და გარემოს დაცვა. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ- ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აქცენტი წარმოების განვითარებაზე გაკეთდა. მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების ამოქმედებით, გაიხსნა და გაფართოვდა ასობით საწარმო, რაც დასაქმების მაჩვენებელზე დადებითად აისახა. „ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“,-განაცხადა იოსებ მაკრახიძემ. მისივე თქმით, საქართველომ განიცადა მნიშვნელოვანი წინსვლა ბიზნესგარემოს გაუმჯო ბესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. „აქტიურად დაიწყო მეწარმეობის მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. შეიქმნა მეწარმეობის განვითარების პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“. მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი - „ქართული ოცნება“ რჩება აღნიშნული პრინციპის ერთგული “,- აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)