|
2016-09-29 10:29:33, 634 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპარლამენტარებთან მიხაელ გალერთან (ევროპის სახალხო პარტია, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ბორდის წევრი), ედუარდ კუკანთან (ევროპის სახალხო პარტია (EPP), ბრიჯიტ შიპელთან (სოციალ-დემოკრატიული პარტია (S&D), სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის კოორდინატორი), ანა გომესთან (S&D, პორტუგალია, საქართველოში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი), ტუნე კელამთან (EPP, ესტონეთი) და მარია გაბრიელისთან (ევროპის სახალხო პარტია(EPP) საქართველოს საკითხზე მომხსენებელი). სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ერთხმად აღნიშნეს საქართველოს მოქალაქეებისთვის დამსახურებული უვიზო მიმოსვლის დროული ამოქმედების მნიშვნელობა, და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პროცედურის დასრულების შემდეგ უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი გახდება. მათივე ცნობით, შეხვედრებზე, საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას კონკურენტუნარიანი და დაბალანსებული საარჩევნო გარემოს ხელშესაწყობად. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პროცესი, მომავალი არჩევნები და მისი შედეგი არის დემოკრატიის კონსოლიდაციის კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის და მთავრობა უზრუნველყოფს თავისუფალ არჩევანს მისი მოქალაქეებისთვის. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)