|
2016-09-28 18:31:56, 847 ნახვა
პოლიტიკა
შალვა კიკნაველიძე და სოზარ სუბარი ზესტაფონში დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ ქ. ზესტაფონში დევნილებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს. მინისტრმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა დევნილების პრობლემები ადგილზე მოისმინეს და მხარდაჭრა გამოხატეს მათი უფლებების დაცვის კუთხით. „გავმართეთ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე და ყველა იმ გამოწვევაზე, რაც ამ ადამიაებს აწუხებთ და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოგეხენებათ, 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საკითხი და პრობლემა გადაიჭრა და სახელმწიფო ბევრს აკეთებს ამ ადამიანების დასახმარებლად. ჩვენ მაქსიმალურად ვდილობთ მათ გვერდით დავუდგეთ“ - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ. „ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება 8 ოქტომბერს, იმიტომ, რომ მომდევნო 4 წლის სტაბილური განვითარება უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, მათ შორის დევნილებისთვის განსაკუთრებული პროგრამების განხორციელება და მათი უფლებების დაცვა. ყველა ხედავს, რომ ამდენი სახლი დევნილებისთვის არ აშენებულა არასდროს და ყოველგვარი ძალადობის გარეშე მათი უფლებების დაცვით მიმდინარეობას მათი პრობლემების მოგვარება. დარწმუებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერა ექნება შალვა კიკნაველიძეს, ჩვენს კანდიდატს და ქართულ ოცნებას“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)