|
2016-09-28 17:23:06, 2399 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში 415 ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია“ გაიხსნა
ბათუმს ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო " ეიფორია ბათუმი" შეემატა. სასტუმროს გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა, მოწვეულ სტუმტებთან ერთად, ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ იგი დადებითად ასახვას ჰპოვებს ტურიზმის განვითარებაზე. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა "მეტრო ატლას ჯორჯიას" დამფუძნებელს, გალიფ ოზთურქს მნიშვნელოვანი ინვესტიციისა და "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" განხორციელებული დონაციისთვის. "ეს არის 90 მილიონი დოლარის ინვესტიცია, უზარმაზარი დასასვენებელი კომპლექსი. მინდა მადლობა გდავუხადო ბატონ გალიფ ოზთურქს ამ მშვენიერი სასტუმროსთვის. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მას "სოლიდარობის ფონდში" გაწეული დახმარებისთვის, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ თანხებით ათობით ბავშვის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი. თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სასტუმროში- „ეიფორია ბათუმი“ 415 სხვადასხვა ტიპის ნომერია განთავსებული. მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონი დოლარია, ასევე მოიცავს გასართობ და სავაჭრო ცენტრ ″მეტრო სითის". პროექტის ფარგლებში, მშენებლობაზე 1500 ადამიანი მუშაობდა, ხოლო სასტუმრო კომპლექსში 600 ადამიანი დასაქმდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)