|
2016-09-28 16:07:04, 758 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 8 ოქტომბრის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ აღარ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ, აჭრილები არიან და მათი ეს პოზიცია გასაგებია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე გიგა ბოკერიას დღევანდელ განცხადებებს. „ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში, აგებენ არჩევნებს, ვერ აწყობენ რევოლუციას და არ იციან, რა გააკეთონ. ბოკერიას და სხვების განცხადებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორი შედეგებით დასრულდება ეს არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ ვატარებთ ჩვენს კვლევებს, გვაქვ ანალიზი. ეს ანალიზი მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ჩვენ არა მარტო გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, არამედ მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ მაქსიმუმ ძალიან სუსტად იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში“. „სწორედ ამის გამო წუხან. მათ არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ რაიმე სოლიდური ფორმით იყვნენ წარმოდგენილი ახალ პარლამენტში, ისინი 2016 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ აღარ იქნებიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში ეს იქნება ქართული დემოკრატიის გამარჯვება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)