09:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 15:23:09, 1125 ნახვა

ეკონომიკა
„Golden Tulip“-ის მენეჯმენტით საქართველოში 5 ახალი სასტუმრო გაიხსნება

„Golden Tulip“-ის მენეჯმენტით საქართველოში კიდევ 5 სასტუმრო გაიხსნება, მათ შორის, თბილისში, თელავში, წყალტუბოსა და ბორჯომში, - ამის შესახებ პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელის „Louvre Hotels Group“-ის რეგიონულ პრეზიდენტის ამინ მოუკარზელის შეხვედრისას გახდა ცნობილი, რომელიც ბორჯომში განახლებული სასტუმრო „ფირუზას“ პრეზენტაციისას შედგა.

შეხვედრის შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის „Golden Tulip“-ის“ ფუნქციონირების დაწყებას. მისი განცხადებით, ინფორმაცია ბორჯომის სასტუმრო „ფირუზას“ შესახებ გავრცელდება საერთაშორისო სასტუმროების აღნიშნული ქსელის 5000-მდე სასტუმროში, ასევე „Golden Tulip“-ის“ ყველა მარკეტინგულ აქტივობაში მოხვდება საქართველო და ბორჯომი. „ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს საერთაშორისო პრომოციისთვის და უცხოეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.      

2016 წელს „ფირუზას“ მფლობელმა კომპანიამ „ვორლდფაუნდ იუნივერსალ“-მა გააფორმა კონტრაქტი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ სასტუმროების ქსელთან „Golden Tulip“.  

„Golden Tulip“-ი შედის „ლუვრის სასტუმროების ჯგუფში“ (Louvre Hotels Group) და წარმოადგენს 4 ვარსკვლავიან სასტუმროს. „ლუვრის სასტუმროების ჯგუფი“ მე-8-ე ადგილზეა მსოფლიოს წამყვან სასტუმროებთა ქსელებში ხოლო მე-2-ე ადგილზე ევროპის მასშტაბით. უშუალოდ „Golden Tulip“-ს 140-მდე სასტუმრო აქვს 34 ქვეყანაში.

„Louvre Hotels Group“-ში ასევე შედის ისეთი ცნობილი სასტუმროების ქსელები, როგორიცაა „Première Classe“, „Campanile“, „Kyriad“, „Kyriad Prestige“, „Tulip Inn“, „Royal Tulip“.

„Golden Tulip“-ის ბრენდით მომდევნო სასტუმრო თელავში, ყოფილ „ინტურისტში“ გაიხსნება. კომპანია „ვორლდფაუნდ იუნივერსალი“ ამჟამად იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს. თელავში 150 ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე იქნება.

     

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics