|
2016-09-28 15:09:04, 825 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკომ და გელა სამხარაულმა ახმეტაში შეხვედრა გამართეს
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახმეტის მოსახლეობას შეხვდნენ. დავით სერგეენკომ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მაჟორიტარი დეპუტატის როლს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივი თვითმმართველობას შორის ურთიერთობაში. „იმედი მაქვს, რომ გელა სამხარაული 8 ოქტომბერს თქვენი რჩეული გახდება და ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტს, მისი სახით, საქართველოს პარლამენტში ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება. გელა სამხარაულს შესწევს ძალა, ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთოს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. საკუთარ საარჩევნო პროგრამასა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებზე ისაუბრა დეპუტატობოს კანდიდატმაც. გელა სამხარაულმა ისაუბრა ქვეყანაში მშვიდ საარჩევნო გარემოზეც. „ჩვენ გვახსოვს ოთხი წლის წინ მუდმივი მუქარის, ზეწოლის ფონზე ჩატარებული არჩევნები. დღეს კი, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას შეუძლია, თავისუფლად გამართოს წინასაარჩევნო კამპანია“-განაცხადა გელა სამხარაულმა.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)