|
2016-09-28 15:03:50, 786 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“: სუს-ი ქვეყნის მტრებს ჯეროვნად ვერ პასუხობს
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ლალი მოროშკინამ, მერაბ ჭიქაშვილმა, ნონა ფილაურმა, თამარ ბარაბაძემ, ვაჟა მახარაშვილმა და ბესო ტაბატაძემ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართეს. პარტიის წევრები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ქვეყანა არევისგან გადაარჩინოს. ისინი აუდიოჩანაწერების ავთენტურობაში დარწმუნებული არიან. ამასთან, როგორც დღევანდელ ბრიფინგზე „პატრიოტთა ალიანსის“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი მოროშკინამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს. „ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურები ანერვიულდნენ მას მერე, რაც ნახეს ფაქტები, რომლის ავთენტურობაში ჩვენ ეჭვი რა თქმა უნდა არ გვეპარება.“ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდის, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია ამაზე განცხადება, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს. სამწუხაროდ, მაშინ ამას არ მიექცა ყურადღება. საგანგებო განცხადებით გვნინდა მივმართო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ვთხოვოთ დაითხოვოს ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ენის მოჩლექით ესაუბრება ქვეყნის მტრებს. ის რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ არის სახელმწიფოს სირცხვილი, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები ჯეროვნად ვერ პასუხობენ ქვეყნის მოღალატეებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლომდე ავთენტურობა იქნება დადგენილი. ზუსტად ამიტომ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, მას აქვს კონსტიტუციური უფლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გადაარჩინოს ქვეყანა არევისგან და გვერდში დაუდგეს ხალხს. ის უნდა იყოს ქვეყანაში უსაფრთხოების გარანტი. შესაბამისად, მივმართავთ მას და ხვალ ალბათ პირადად ვესტუმრებით. ჩვენი პარტია ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემო იყო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. არავის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში 8 ოქტომბრის შემდეგ, 9 ოქტომბერი უნდა გათენდეს“,-განაცხადა ლალი მოროშკინამ. ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)