|
2016-09-28 14:00:15, 729 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდიერი: ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლებსა და გიორგი ვაშაძესთან კონსულტაციები დღეს გაიმართება
პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლებსა და გიორგი ვაშაძესთან კონსულტაციები დღეს გაიმართება, - ამის შესახებ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჯანდიერის თქმით, არ არსებობს წინაპირობა, რომ ორ პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ და გიორგი ვაშაძის პარტია რაიმე ემუქრებოდეს. „მას შემდეგ რაც „გირჩმა გაერთიანება დატოვა, „გირჩის“ რამდენიმე წევრმა მოკლე ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა - მომწერეს, რომ მოეწონათ ჩემი გამოსვლა სამართალთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ. სხვა ტიპის კონსულტაციები მათთან არ გვქონია. კონსულტაცია იქნება გიორგი ვაშაძესთან დღეს 14:00 საათზე. კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საზოგადოებას ეცნობება. მე ვერ ვხედავ ვერავითარ წინაპირობას იმისას, რომ ეს ბლოკი, რომელიც აერთიანებს ორ პოლიტიკურ მოძრაობას- პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის და გიორგი ვაშაძის პარტიას რაიმე ემუქრებოდეს. რა თქმა უნდა, ჩვენთან არიან „ახალი მემარჯვენეები“ და ისინი დარჩებიან ჩვენს გვერდით. სიის ფორმირება ახლებურად ვერ მოხდება, რვა სექტემბერს ამოეწურა ვადა სიაში ახალი კანდიდატების წარდგენის, ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს, რამდენიმე ადამიანი ამოვარდება სიიდან”, - განაცხადა ჯანდიერმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)