|
2016-09-28 13:11:45, 681 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი: რატომ მომიტანეს დაკითხვის უწყება მე და არა სხვა ირმას, ჩანაწერში ჩემი ხმაც კი არ ისმის
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ის გაკვირვებულია, იმით რომ მას დაკითხვის უწყება მოუტანეს, რადგან, ნადირაშვილის თქმით, არსებულ აუდიოჩანაწერში მისი ხმაც კი არ ისმის. როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, ამ სისტემაზე მთავარი მართვა ბიძინა ივანიშვილს აქვს აღებული. „სუს-ს ვთხოვ უფრო სწორი ჩანაწერი, რომელიც ალბათ შენახული აქვთ, ის გამოაქვყენონ, რათა მოხდეს იდენტიფიცირება, ნამდვილად მე ვარ თუ არა, ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს თუნდაც ხმის ნიმუშის აღება. მაგრამ აქ მთავარი კითხვაა პასუხს გაუცემელი, როგორ ხდება ამ ჩანაწერების მოპოვება და გავრცელება, რატომ ხდება, რომ მთავარი მართვა ბიძინა ივანიშვილს აქვს ამ სისტემაზე აღებული”,- განაცხადა ბრიფინგზე ნადირაშვილმა. მისივე თქმით, ის არ აპირებს დაკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას. აქვე, ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა შეეგუოს, რომ არჩევნების შემდეგ ის ოპოზიციაში გადავა. „ივანიშვილი უნდა შეეგუოს რომ 8 ოქტომბერს ის გადავა ოპოზიციაში და უნდა გადავიდეს ყოველგვარი ხმაურის და დესტაბილიზაციის გარეშე. მე არ ვაპირებ მივიდე სუს-ში და ვიარო მის დერეფნებში, უწყებაში, რომლის მთავარი ამოცანა არა ქვეყნის დაცვა არამედ პოლიტიკური ოპონენტების მოსმენა და თვალთვალია“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)