|
2016-09-28 12:52:55, 802 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი: ბურჭულაძე ფაქტობრივად აღარ დარჩა, კიდურები ჩამოაჭრეს, დაკარგა სახე
ვერ ვიტყოდი, რომ მარტო დარჩენილი ბურჭულაძე ვინმეს კონკურენტია, ბურჭულაძე ფაქტობრივად აღარ დარჩა, მას ჩამოაჭრეს კიდურები, დაკარგა სახე, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა „გირჩის“ მიერ პაატა ბურჭულის პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა. ცაგარეიშვილის თქმით, ბურჭულაძის კოალიცია ქართველ ამომრჩეველს მხოლოდ თაღლითურ სქემას სთავაზობდა. „როგორც კოალიციის ყოფილი წევრები საუბრობენ, ფული, ფული და ფულია მთავარი შემკვრელი ამ ადამიანების, მხოლოდ მატერიალური სიკეთეები და თაღლითური სქემა, რომელიც შესთავაზეს ქართულ ამომრჩეველს, და ამის უკან არაფერი არ იდგა. ყველაფერი ჩაიფუშა, დასრულდა და დარჩა კუპიურები ამ კოალიციის გამოსახატავად ჩვენს მეხსიერებაში”, - განაცხადა ჟურნალისტებთან გია ცაგარეიშვილმა. მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ მთავარი ამოცანა არჩევნებში წარმატების მოპოვებაა. „ჩვენი მთავარი კონკურენტი არის იმედგაცრუება, რომელიც დაამკვიდრა ამ ხელისუფლებამ საზოგადოებაში. ეს უნდა გადავლახოთ ჩვენ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ჩვენი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან უნდა მივიყვანოთ და მოვიპოვოთ ძალიან დიდი წარმატება. დანარჩენი, ყველამ თავის თავს მიხედოს და არ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარტია "გირჩმა", გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალსისთვის" დატოვა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)