|
2016-09-28 12:46:50, 707 ნახვა
პოლიტიკა
კახიშვილი ავთენტურობის დადგენამდე, ფარული ჩანაწერის შინაარსის პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის საუბრის შინაარსთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. როგორც კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების მიერ დასადგენია ჩანაწერის ავთენტურობა, მანამდე კი, ჩანაწერს პოლიტიკურად ვერ შეაფასებს: "ზოგადად, ასეთი ტიპის საქმეებზე პირველი რაც კეთდება, ინიშნება ექსპერტიზა მონტაჟის კვალთან დაკავშირებით, ასევე ავთენტურობასთან დაკავშირებით. რამდენადაც ვიცი, გამოძიებამ ექსპერტიზები დანიშნა, შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, ვინაიდან ექსპერტიზის პასუხი არის ერთ-ერთ საფუძველი ასეთი ტიპის საქმეებში გამოძიების მიმართულების მიცემის. საუბარში იკვეთება სისხლის სამართლის დანაუშაულის ნიშნები, მაგერამ აუცილებლია ექსპერტიზის პასუხებს დაველოდოთ",-აღნიშნა კახი კახიშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)