02:15 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 12:33:07, 710 ნახვა

პოლიტიკა
ჰეიდი ჰაუტალა: საქართველოში რეფორმების განხორციელების პოლიტიკური სურვილი აღფრთოვანებას იწვევს და სამაგალითოა

ევროაპრლამენტის დეპუტატებმა, ევროკომისიის, ნატო-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში დიალოგის პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Commonspace.eu ავრცელებს.

სიტყვით გამოსვლისას ფინელმა დეპუტატმა, ევროპარლამენტის ასამბლეის თავმჯდომარემ ჰეიდი ჰაუტალამ საქართველოს გადაწყვეტილება, შეასრულოს ასოცირების შეთანხმების მოთხოვნები დადებითად შეაფასა. მისი თქმით,  ევროკავშირთან ასოცირების შეთაბხმება ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობს.

“საქართველოში რეფორმების განხორციელების პოლიტიკური სურვილი აღფრთოვანებას იწვევს და სამაგალითოა”, - განაცხადა ჰეიდი ჰაუტალამ.

დეპუტატმა მაღალი შეფასება მისცა ქართულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციების საქმიანობას და მათი მაკონტროლებელი როლის შესახებ ისაუბრა.

ჰაუტალას განცხადებით, ევროპარლამენტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პრაქტიკულ მხარდაჭერას ცდილობს. მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ვიზალიბერალზიაციის პროცესი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკის მძევლად იქცა. ფინელმა დეპუტატმა ევროპარლამენტს ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტის დაჩქარებისკენ მოუწოდა.

როგორც ჰაუტალამ აღნიშნა, საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკური კლიმატი იმისთვის სჭირდება, რომ მან რეფორმების ძალისხმევის შედეგების გამოყენება დაიწყოს.

ევროპარლამენტში დიალოგი თემაზე “საქართველო: მიღწევების აღიარება, რეფორმების გაძლიერება და მომავალი ამოცანებისა და მისწრაფებების განხორციელება” ევროპული პოლიტიკის წენტრისა და LINKS-ის მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრას ლატვიელი დეპუტატი, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი ხელმძღვანელობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics