09:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 11:43:08, 1126 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ყულევში „სოკარის“ მსხვილი საინვესტიციო პროექტი გახსნა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილმა ყულევის ნავთობტერმინალში, ორი დამატებითი სარეზერვუარო პარკის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი არის და სამომავლოდაც დარჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. მისი განცხადებით, აღნიშნული მსხვილი საინვესტიციო პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საინვესტიციო კლიმატის მიმართ გამოხატული ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა. პირველი ვიცე-პრემიერი მიესალმა „სოკარის“ მიერ ტერმინალში განხორციელებულ ინვესტიციას, რომელმაც შექმნა 600-ზე მეტი სამუშაო ადგილი, ქვეყანას კი დამატებითი შემოსავალს მოუტანს. 

ტერმინალზე დამატებითი პარკების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. #5 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 6 რეზერვუარისგან, რომელთა საერთო მოცულობა 60 000 მ3 შეადგენს. სხვადასხვა სახის პროდუქციის, მათ შორის - გაზოილის, ნავთის, ნახშირწყალბადის აირის კონდენსატის, დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის - მიღების, შენახვისა და დატვირთვის აშენებული ეს ობიექტი გამიზნულია კასპიის რეგიონიდან ნავთობპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტისათვის.

სამომავლოდ ობიექტზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავარაუდო ტვირთბრუნვა ყოველწლიურად 1 500 000 მტ. მიაღწევს.

#6 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 5 რეზერვუარისგან, მათი საერთო მოცულობა 12 000 მ3 შეადგენს, მათ შორის 2 ერთეული - 3000 მ3 და 3 ერთეული - 2000 მ3. რეზერვუარების პარკი დაპროექტებულია თხევადი პიროლიზის ფისის, იზოპროპილის სპირტისა და სამრეწველო ზეთის შესანახად.

შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მართვის ინტეგრირებული სისტემა სერტიფიცირებულია ISO 9001, ISO 1400 & OHSAS 18001 სტანდარტების შესაბამისად -UKAS აკრედიტებული სერტიფიცირების ორგანიზაციის შპს “Moody International”-ის მიერ 2008 წელს.

ცნობისთვის დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, ღონისძიებას ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics