|
2016-09-28 11:19:18, 588 ნახვა
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად რამდენიმე შეხვედრა გამართა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, რამდენიმე შეხვედრა გამართა. შეხვედრები სოფელ ჩუმლაყსა და გურჯაანში ადგილობრივ მედიკოსებთან შედგა. დავით სერგეენკომ შეხვედრის მონაწილეებს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრმა ძირითადი აქცენტი სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესებასა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტზე გააკეთა. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშა, პროექტი უნიკალურია, ვინაიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ დაავადების მკურნალობას სახელმწიფო სრულიად აფინანსებს. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე საუბრისას კი, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ხელახლა შესასწავლია, რადგან სისტემის მუშაობისას სერიოზული ხარვეზები იკვეთება. შეხვედრებზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, ამბულატორიების სტატუსების განსაზღვრას, კომუნალური გადასახადების გადახდის პირობებს, უწყვეტი სამედიცინო განათლების, სოფლის ამბულატორიების ინვენტარით აღჭურვასა და სოფლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას. „შეხვედრებზე საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და მოდერნიზაციაზე ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ პრობლემებზეც. ძირითადად, სოციალური დახმარების გაცემის სისტემასადა ხარვეზებზე. დავით სერგეენკოს დაპირებაა, რომ სოციალური დახმარების გაცემის სისტემა მაქსიმალურად დაიხვეწება და ცდომილებები მინიმუმამდე შემცირდება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)