|
2016-09-28 10:51:29, 848 ნახვა
რეგიონი
გიორგი მღებრიშვილმა ჩაქვში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, დაბა ჩაქვში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ქვეგანყოფილების ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრნენ. შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაბა ჩაქვის ქვეგანყოფილების ახალი, ორსართულიანი შენობა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. ასევე, განხორციელდა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. შს მინისტრმა ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ახალი ავტოფარეხები დაათვალიერა. შენობაში 14 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს. „მჯერა, რომ ახალი, კეთილმოწყობილი შენობა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და ისინი კიდევ უფრო ეფექტურად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ, ურთულეს მოვალეობებს. სამინისტროს თანამშრომლებისთვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად გაგრძელდება ახალი შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შს სამინისტროს მიერ, 2015 წლის იანვრიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტირებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 21 შენობა. ამას გარდა, აშენდა 5 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა, რომლებიც უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. ახლო მომავალში კიდევ 2 ახალაშენებული და 1 რეაბილიტირებული შენობა გაიხსნება. 2017 წლისთვის კი დაგეგმილია 12 ახალი შენობის აშენება და 4-ის რეაბილიტაცია.
(R)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)