|
2016-09-27 22:01:17, 3419 ნახვა
კულტურა
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ხვალ ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ქართული ხალხური რეწვის განვითარებას მდიდარი საუკუნოვანი ტრადიცია გააჩნია. ხელნაკეთი შემოქმედება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. შშმ ახალგაზრდები ცნობილი ბიზნესმენების, ბიზნეს-კომპანიებისა და მეწარმეების გვერდით, თანაბარ პირობებში წარსდგებიან და საკუთარ შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ ფართო საზოგადოების წინაშე. ისინი ორგანიზაციის ბაზაზე არსებული დღის ცენტრისა და ხის სოციალურ საწარმოში - ,,სხივი'' დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს- ხის ნაკეთობებს, სუვენირებს, სასმისებს, ხეზე კვეთის, ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშებს: ხელნაკეთ თოჯინებს, თექის აქსესუარებს, დაწნულ კალათებს, ღვინის ბოთლის ჩასადებებს, ქვევრებსა და სხვა პროდუქციას წარადგენენ, რითიც ადგილობრივი წარმოებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას მოახდენენ, როგორც საზოგადოების, ისე მსოფლიოს 15 ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი სტუმრების წინაშე. გამოფენა-გაყიდვა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოს 15 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ქართული, ადგილობრივ ბაზარზე დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები და ხალხური რეწვის ნამუშევრები. ღონისძიების დასაწყისი: 10:00 - დასარული 16:00.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)