04:05 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 14:11:20, 669 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის გზის სავალი ნაწილი გამოიყო

კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. ,,ბასლეინები’’ (გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის-”Bus Lane”)  დაიხაზა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო მონიშვნები ყვითელ ფერში შესრულდა და ზოლში გაკეთდა წარწერები ”Bus Lane“. გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში “Bus Lane”-ები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს. უშუალოდ “Bus Lane”-ში  მოძრაობა მათთვის აკრძალულია.

„ტრანსპორტის სამსახურმა თბილისში ”Bus Lane-ის“ დახაზვა ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყვიტა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტად უსაფრთხოდ და სწრაფად  იმოძრავებს.

”Bus Lane-ის“ დახაზვა აღმაშენებლის გამზირზეც იგეგმება. აზიის განვითარების ფონდის დაფინანსებით, კომპანია „მოტ მაკდონალდი“ თბილისში ”Bus Lane-ის“ მოწყობის შესაძლებლობებს იკვლევს. ტრანსპორტის სამსახური საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფას მთელი ქალაქის მასშტაბით გეგმავს“, - აცხადებენ მერიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics