|
2016-09-26 13:33:17, 747 ნახვა
საზოგადოება
გიორგი შარვაშიძე სტუდენტებთან შეხვედრას ნაყოფიერად აფასებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე „აუდიტორია #115“- თან შეხვედრას ნაყოფიერად აფასებს. მისი თქმით, საკითხების მთელი სპექტრი განიხილეს და პრობლემების მოგვარებაზე ერთად იმსჯელებენ. რექტორი დარწმუნებულია, რომ მალე ძლიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება იმ მიმართულებით, რომ უნივერსიტეტი კვლევისა და სწავლების სამაგალითო ადგილი გახდეს. „არამგონია, რომ ეს იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ბევრი მტკივნეული საკითხი განვიხილეთ, ბევრი საკითხია რომლის გადაწყვეტაც მარტო შეიძლება და ძალიან სწრაფად, ამაზე ვიმსჯელებ. არის საკითხების მთელი წყება, რომელიც მიეკუთვნება კანონმდებლობას. მზად ვართ, მოვამზადოთ საკანონმდებლო ცვლილებები. რაც შეეხება სხვა საკითებს - არის სტუდენტური ბაზების საკითხები, სტიპენდიის საკითხები, სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხები, ჩვენ რეალურად ვაპირებთ ძალიან ღიად ვიმუშოთ იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი უნივერსიტეტი. კარი ღიაა, უნდა მოხერხდეს, რომ სამი თვის განმავლობაში ჩვენ ერთად შევქმნათ უნივერსიტეტის სტრატეგიულო განვითარის გეგმა. გვჯერა, ძლიან ცოტა ხანში, ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება იმ მიმართულებით, რომ უნივერსიტეტი გახდეს მართლაც კვლევისა და სწავლების სამაგალითო ადგილი“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)